მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვის, მათ საკუთრებაში არსებული კერძო თვითმფრინავები, რომლებიც ასეულობით მილიონი დოლარი ღირს, ერთგვარ სასტუმროებსაც კი წარმოადგენენ.
თუმცა, ზოგიერთი მათგანი კომფორტის მიღებულ ნორმებს არ სჯერდება და თვითმფრინავებში საუცხოო, ეგზოტიკურ გარემოსაც კი იქმნის.
წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კერძო თვითმფრინავებს და მათ მფლობელებს:
Boeing 757 - 100 მილიონი დოლარი
რამდენიმე წლით ადრე, სანამ ის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა, დონალდ ტრამპმა იყიდა მეორადი თვითმფრინავი, რომელსაც მოგვიანებით "Trump Force One" ეწოდა. ეს სწორედ ფოტოზე წარმოდგენილი Boeing 757-ია. ტრამპს, მისი განახლებისთვის ხარჯები არ დაუშურებია. აღსანიშნავია, რომ Boeing 757 მან Microsoft-ის თანადამფუძნებლისგან, პოლ ალენისგან 2010 წელს 100 მილიონ დოლარად იყიდა.
ტრამპის თვითმფრინავში, ლაუნჯის ზონაში განთავსებულია კრემისფერი ტყავის დივანი, კაკლის მაგიდები და კარადები.აბაზანა 24-კარატიანი ოქროთია მოპირკეთებული. იქვეა სტუმრების ლუქსი, სასადილო ოთახი და ლაუნჯი.ტრამპის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი მისი პრეზიდენტობის დროს გაჩერებული იყო, რადგან საპრეზიდენტო თვითმფრინავისთვის უსაფრთხოებისთვის არსებული მრავალი მახასიათებელი აკლდა.
Boeing 767-400ER - 250 მილიონი დოლარი
ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას განკარგულებაში რამდენიმე კერძო თვითმფრინავია.2009 წელს სამეფო ოჯახმა 250 მილიონ დოლარად Boeing 767-400ER იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თვითმფრინავი, როგორც წესი, დაახლოებით 245 მგზავრს იტევს, მეფე გაცილებით ნაკლებ ადამიანთან ერთად დაფრინავს.
თვითმფრინავი დაყოფილია ორ განსხვავებულ ზონად. ერთი ტერიტორია არის ბიზნესისთვის და მოიცავს შეხვედრების ადგილს, ხოლო მეორე არის უფრო კერძო სივრცე, რომელშიც განთავსებულია მისაღები და საძინებლები. ასევე არის საოპერაციო ოთახი.
Boeing 747-8 - 284 მილიონი დოლარი
საუდის არაბეთის მეფისნაცვალმა სულთან ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა Boeing 747-8 დაახლოებით 284 მილიონ დოლარად იყიდა.სამწუხაროდ, საუდის არაბეთის სამეფო მემკვიდრე 2011 წელს, თვითმფრინავის მიღებამდე (2012 წელს უნდა მიეღო) ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.
ამჟამად პრინცის ოჯახი ფლობს რამდენიმე კერძო თვითმფრინავს. დიდი ხნის განმავლობაში უძვირფასესი შენაძენი შვეიცარიის აეროდრომზე იდგა, სადაც გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობდა. ხოლო 2022 წლის აპრილში საბოლოოდ აფრინდა ცაში.
Boeing 787-8 Dreamliner - 350 მილიონი დოლარი
რომან აბრამოვიჩს მისი 787-8 Dreamliner ორჯერ მეტი დაუჯდა, ვიდრე თავდაპირველად გადაიხადა.Dreamliner 2015 წელს აშენდა და განკუთვნილი იყო ავიაკომპანიისთვის, რომელიც იქამდე გაკოტრდა, სანამ თვითმფრინავს გაიყვანდა.რამდენიმე წლის განმავლობაში საწყობში დგომის შემდეგ, აბრამოვიჩმა სალონის გადაკეთებაში 100 მილიონი დოლარი გადაიხადა.თვითმფრინავის ინტერიერის დეტალები არ არის ცნობილი, თუმცა როგორც მედია წერს, მასში შესაძლებელია 50-მდე ადამიანის განთავსება.
მას შემდეგ, რაც რუსეთ- უკრაინის ომი დაიწყო, აშშ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ აბრამოვიჩს Boeing 787-ს ჩამოართმევდა.სანქციების თანახმად, თვითმფრინავის მწარმოებელ კომპანიას აბრამოვიჩის Boeing 787-თვის ნაწილების, ტექნიკური მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის სერვისები შეჩერებული აქვს.Boeing 747-8i - 360 მილიონი დოლარი2018 წელს, ყატარმა თავისი 747-8i-დან ერთ-ერთი თვითმფრინავი ბაზარზე გასაყიდად გამოუშვა. მისი ფასი 400-დან 500 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობდა.თვითმფრინავს, რომელიც 2012 წელს შეიძინეს, ჩაუტარდა გენერალური განახლება. მას მდიდრული ინტერიერი და გამორჩეული კომფორტი ჰქონდა, რაც მოიცავდა საძინებლებს, მისაღებს, სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებასაც კი.
როდესაც მყიდველები ვერ იპოვეს, კატარმა ის თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს აჩუქა.
წყარო: lovemoney.com