ნორვეგია, ბრაზილია, ფინეთი - განახლებადი ენერგიის რბოლაში გამარჯვებული ქვეყნები

განახლებადი ენერგიის წყაროები ელექტროენერგიას მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწვდის.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანა წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლას ჩქარობს და ამისთვის რესურსებს არ იშურებენ, რამდენიმე გამორჩეულმა სახელმწიფომ ეს ეფექტურად შეძლო და დღეს ამ სფეროში ლიდერებიც არიან.

წარმოგიდგენთ ქვეყნებს, სადაც განახლებადი ენერგიის წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზეა:

ნორვეგია: 71.63% განახლებადი ენერგია

განახლებადი ენერგიის მოხმარებით, ნორვეგია არის ლიდერი. მან წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულება საგრძნობლად შეამცირა.

სკანდინავიურ ქვეყანას აქვს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი რესურსები, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ნავთობსა და გაზს დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში გზავნის.

ნორვეგიას ასევე აქვს ამბიციური მიზნები წყალბადის საწვავის განვითარებასთან დაკავშირებით.

მთავრობამ 2026 წლიდან კიდევ უფრო მეტი ცვლილებების წამოწყებას გეგმავს.

შვედეთი: 53.31% განახლებადი ენერგია

შვედეთი არის მწვანე ენერგიის ლიდერი როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში.

იმ პოლიტიკის წყალობით, რომელიც ასტიმულირებდა მწვანე ენერგიას, 2012 წელს მან მიაღწია 50% განახლებადი ენერგიის მიზანს.

შვედეთი სულ უფრო მეტად აფინანსებს ბიოგაზს, რათა შეამციროს წიაღისეული საწვავის მოხმარება. მაგალითად, Lidingö-ში დაფუძნებულმა შვედურმა ბიოსაწვავმა შეიმუშავა ტექნოლოგია, მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) შესაქმნელად, რომელსაც უწოდებს "ალკოჰოლს თვითმფრინავისთვის" (ATJ).

სამი ATJ წარმოების ობიექტი უკვე მუშაობს.

ბრაზილია: 48.74% განახლებადი ენერგია

2022 წელს ბრაზილიაში მოხმარებული ენერგიის თითქმის ნახევარი განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.

ამასთან, ბრაზილია ასევე ამაყობს ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლის დიდი მონაკვეთითაც, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ქარის ენერგიისთვის. განახლებადი ენერგიის ამ ვარიანტების შესამუშავებლად, ქვეყანაში მასიური ინვესტიციები მიმდინარეობს.

ახალი ზელანდია: 43.07% განახლებადი ენერგია

ახალი ზელანდია თავის რეგიონში პირველ ადგილზეა, როდესაც საქმე განახლებადი ენერგიას ეხება.

ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რომ 2035 წლისთვის წიაღისეული საწვავის მოპოვება ეტაპობრივად გააუქმოს. აღსანიშნავია, რომ ჰიდროელექტროენერგია ახალი ზელანდიის ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა.

ფინეთი: 38.5% განახლებადი ენერგია

ფინეთი ენერგიის ერთ მესამედზე მეტს განახლებადი წყაროებიდან იღებს. თავისი უზარმაზარი ტყეებით, სკანდინავიური ერი განსაკუთრებით შრომობს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ლიდერად ბიოენერგიაში.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი