ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელოვანი გამოგონებები, რომლითაც კონკრეტულმა პირებმა ფულთან ერთად, ისტორიული აღიარება მოიპოვეს, ძირითადად მოპარულ იდეებზეა აგებული.
როგორც ჩანს, ბიზნესის წარმოებისთვის მხოლოდ გრანდიოზული იდეის ქონა არ არის მთავარი. თუ მისი საზოგადოებამდე მიტანისა და შეფუთვის შესაძლებლობები არ გაქვს, მაშინ სხვა იხეირებს.
საქარე მინის საწმენდი
ინჟინერიის პროფესორმა რობერტ კერნსმა 1963 წელს შექმნა პირველი საქარე მინის წყვეტილი წმენდის სისტემა და მომდევნო წელს პატენტიც მოიპოვა.
გამოგონების მონეტიზაციის სურვილით, კერნსი ეწვია დიდ სამ ავტომწარმოებელს - Ford-ს, Chrysler-სა და General Motors-ს. მას სურდა მიეღო ლიცენზირება.
თუმცა შეთავაზება სამივემ უარყო, მაგრამ ტექნოლოგია გაიმეორეს თავიანთ წარმოებაში. გაბრაზებულმა კერნსმა ტრიოს უჩივლა.
აკადემიკოსს საბოლოოდ Ford- მა და Chrysler-მა ზიანი აუნაზღაურა. თუმცა, გამოგონებისგან კერნსს მილიარდები არ მიუღია, ამით ფული მხოლოდ ბრენდებმა გამოიმუშავეს.
Jack Daniel's
2016 წელს Jack Daniel's-ის შემქმნელებმა აღიარეს, რომ მისი ცნობილი ტენესის ვისკის რეცეპტის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი მაშინ მონად მყოფმა ადამიანმა ითამაშა.
150 წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ფორმულა თეთრკანიანმა ლუთერანმა დანიელ ქოლმა შეიმუშავა. ამბობდნენ, რომ მეუფე ქოლმა ალკოჰოლის გამოხდის მეთოდ ახალგაზრდა ჯასპერ ნიუტონ "ჯეკ" დანიელს დაავალა.
სინამდვილეში, რეალური გამომგონებელი იყო ნათან გრინი, რომელიც მაშინ მონობაში იმყოფებოდა. თუმცა გრინის მიღწევა მეუფემ მიითვისა.
თამაში - Monopoly
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სამაგიდო თამაში - Monopoly 250 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
მისი წარმოშობის ისტორიაში ნათქვამია, რომ თამაში უმუშევარმა გამყიდველმა, თავის სარდაფში დიდი დეპრესიის დროს შექმნა.
თუმცა რეალურად თამაში მემარცხენე ფემინისტმა ლიზი მეგიმ 1904 წელს გამოიგონა.
თუმცა ქალის გამოგონება Parker Brothers-მა მიითვისა და ამით მილიარდიც გამოიმუშავეს. სიმართლე კომპანიამ მხოლოდ 40 წლის შემდეგ აღიარა.
LEGO
ბავშვთა სათამაშო მწარმოებელი კომპანია LEGO-ს შემოსავალი 2023 წელს დაახლოებით 9,6 მილიარდი დოლარი იყო.
1946 წელს Kiddicraft-მა გამოუშვა თავისი Bri-Plax Interlocking Building Cubes, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანსენმა გააუმჯობესა დიზაინი, ცხადი იყო, რომ LEGO-ს კუბიკები ძირითადად Kiddicraft-ის ასლია.
1982 წელს, LEGO-მ Kiddicraft-ს უფლებები წაართვა.
ტელესკოპი
ბევრის აზრით ტელესკოპის გამომგონებელი არის გალილეო გალილეი.
მიუხედავად იმისა, რომ გენიალური რენესანსის პერიოდის ასტრონომი აღიარებულია, როგორც რევოლუციონერი მეცნიერი, სინამდვილეში ტელესკოპის იდეა სხვას ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, ეს გამოგონება ჰოლანდიელ ჰანს ლიპერჰის ეკუთვნის.
ლიპერჰეიმ 1608 წელს მისი გამოგონებისთვის პატენტის მოპოვებაც კი სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მოგვიანებით დიზაინი გალილეომ გაიმეორა.
წყარო: lovemoney.com