რუმინეთი სუპერმარკეტების “მატყუარა შეფუთვებს” ბრძოლას უცხადებს

რუმინეთში მაღაზიების თაროებზე იმ პროდუქტებზე გამოჩნდება გაფრთხილება, რომლის მოცულობა ან წონა შემცირებული, ფასი კი იგივეა.

ამით ქვეყანა “შრინკფლაციას” უცხადებს ბრძოლას. ეს არის მოვლენა, როცა, მაგალითად, შოკოლადის ახალმა შეფუთვამ წონაში 100-იდან 85 გრამამდე დაიკლო, რძე ადრინდელი 900-ის ნაცვლად 850 მილილიტრს შეიცავს, ფასები კი ამ პროდუქტებზე იგივე რჩება.

ახალი წესების მიხედვით, მაღაზიებს ამ გაფრთხილების აღება მანამ არ შეუძლიათ, ვიდრე თაროზე პროდუქტის გამოჩენიდან 30 დღე არ გავა. ამასთან, მაღაზიებმა შემცირებული პროდუქტის კონტროლის განყოფილებები უნდა გახსნან.

ზოგიერთ პროდუქტზე წონის შემცირებისა და ფასის უცვლელად დატოვების ტენდენციამ მთელი რიგი ქვეყნების ყურადღება მიიპყრო. ე.წ. მატყუარა შეფუთვებს უნგრეთში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც ებრძვიან. წლის დასაწყისში პარიზმა ევროკომისიას მიმართა, საერთოევროპული კანონმდებლობა მიიღოს, რომელიც მაღაზიებს დაავალდებულებს, “შრინკფლაციური” პროდუქტების შესახებ მომხმარებელს აცნობოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ