საქართველოს ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელის, საბა გოგლიჩიძისა და გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.

Transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 5 მილიონ ევროს შეადგენს. იქამდე 20 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 300 ათას ევროს შეადგენდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, გაზრდილია კიდევ ერთი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის სატრანსფერო ღირებულება. 23 წლის ფეხბურთელის ღირებულება მაისში 800 ათასი ევრო იყო, ამჟამად კი 1 მლნ ევრომდეა გაზრდილი.

მერი ტაბატაძე