სვანიძის ქუჩაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები მძიმე ტექნიკის დახმარებით სვანიძის ქუჩაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, ინტენსიურად იწმინდება როგორც დატბორილი საცხოვრებელი სახლები, ასევე სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია.  "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც ზოოპარკის ტერიტორიაზე დაასრულეს მუშაობა.