Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7325 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7325 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7225 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 21 ოქტომბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7207 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9509 ლარია.