16 მილიონი ევროს ქურდობისთვის ათენში ქართველი ქალები დააკავეს

Bpn.ge ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებთან ცდილობს

ათენში დანაშაულებრივმა ჯგუფმა ოჯახიდან 16 მილიონი ევრო მოიპარა. ისინი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. დაკავებულებს შორის 4 ქართველი ქალია, რომლებიც ათენში სამუშაოდ იყვნენ ჩასული. ამის შესახებ Bpn.ge -ს საბერძნეთში მყოფმა ემიგრანტმა აცნობა.

Bpn.ge -ს წყაროს ინფორმაციით, ამ დროისათვის დაკავებულების დაკითხვა მიმდინარეობს. ჩვენი წყაროს ცნობით, ოჯახში, სადაც ძარცვა მოხდა, მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. მათ აღნიშნული თანხა ცოტა ხნის წინ საბანკო ანგარიშიდან მოხსნეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გამწვავდა. Bpn.ge ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის უწყებებთან ცდილობს, თუმცა ამ ინფორმაციას საქართველოს საელჩოში