აშშ-ის მხრიდან გაფრთხილების შემდეგ თურქეთმა რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ვითარებასთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების მოსაზრებით, თურქეთის ხელისუფლებამ მიღებული შეზღუდვების შესახებ საჯაროდ “პოლიტიკური მგრძნობელობის” გამო არ გამოაცხადეს.
გამოცემის ცნობით, საექსპორტო შეზღუდვებში მოხვდა დასავლური წარმოების კომპონენტების 50 საქონელი, რომლებსაც აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი და იაპონია საკვანძოდ მიიჩნევენ რუსეთის არმიისთვის.
სიაშია ელექტრონიკა, მაგალითად, მიკროჩიპები, დისტანციური მართვის სისტემები, პროცესორები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც გამოიყენება რაკეტებსა და დრონებში.
სახელმწიფო სტატისტიკაზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ თურქეთის ამ საქონლის ექსპორტი 12-ჯერ გაიზარდა და 2022 დეკემბრისთვის 38 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წლის დასაწყისიდან სამხედრო დანიშნულების საქონლის რუსეთში ექსპორტმა კლება დაიწყო. 2024 წლის აგვისტოსთვის მისი მოცულობა 4.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. ეს ნაწილობრივ მიწოდების ჯაჭვის დაგრძელებით აიხსნება - ახლა მასში ყაზახეთსა და აზერბაიჯანსაც ითვალისწინებენ.