სენატორი ჯინ შაჰინი - „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერებს 10 სენატორი უერთდება

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ჯინ შაჰინისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებით, ორპარტიული „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდაჭერას კიდევ 10 სენატორი აპირებს.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, ამერიკელმა სენატორებმა : ტომ ტილისმა, მიტ რომნიმ, ჯეფ მერკლიმ, ჯონ კორნინიმ, კრის მერფიმ, დენ სალივანმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) თავმჯდომარემ, ანგუს კინგმა, ტოდ იანგმა, შელდონ უაითჰაუსმა და ჯორჯ ჰელმიმ მოითხოვეს, შეუერთდნენ სენატორების „ქართველი ხალხის აქტს“, როდესაც სენატი ხელახლა შეიკრიბება ნოემბერში.

„მოხარული ვარ, რომ სენატში ჩემი კოლეგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა „ქართველი ხალხის აქტს“ და გააცნობიერა, რომ საქართველოში არსებული ვითარების გადადება არ შეიძლება. ერთად ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის მყარი ორპარტიული მხარდაჭერა, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია გააკონტროლებს ვაშინგტონს“, – განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

სენატორმა ჯიმ რიშმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი აგზავნის ძლიერ გზავნილს კონგრესისგან, რომ აშშ ერთიანია ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი ისწრაფვიან ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ.

„ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს მათ შესაძლებლობას მიაღწიონ ამას“, - აღნიშნა ჯიმ რიშმა.