ჰილარი კლინტონმა შემოწირულობების სახით 45 მილიონ დოლარს მოუყარა თავი

საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა შემოწირულობების სახით რეკორდულ თანხას - 45 მილიონ დოლარს მოუყარა თავი.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კამპანიისთვის შემოწირულობების შეგროვება აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით თანხამ 45 მილიონი შეადგინა.  ”ბლუმბერგის” ინფორმაციით, წინა რეკორდი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის, რომელმაც 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს 41,9 მილიონ დოლარს მოუყარა თავი.

ჯერჯერობით, ჰილარი კლინტონი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, ვინც ამ ოდენობის შემოწირულობების შეგროვება შეძლო. ტელეკომპანია CNN-ისა და კვლევითი ორგანიზაცია ORC-ის სოციოლოგიური გამოკითხვის ბოლო შედეგებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ჰილარი კლინტონი და ფლორიდის შტატის გუბერნატორი ჯეფ ბუში სარგებლობენ.