1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7157 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7262 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9273 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9514 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0241 ლარი შეადგინა.