ვის გააქვს ევროკავშირში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო და უალკოჰოლო სასმელები - top-20 კომპანია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყნიდან 4 173 ტონა (3.063 მლნ აშშ დოლარი) მინერალური წყლები (წყლები, დაგაზირებულის და შაქრის დანამატების შემცველობის ჩათვლით) და 7 476 ტონა (23.795 მლნ აშშ დოლარი) ნატურალური ღვინოები გავიდა.

თუ მონაცემებს უფრო ჩაშლილად გადავხედავთ, მინერალური წყლების შემთხვევაში, ექსპორტი წლიურად 3 007 ტონიდან 4 173 ტონამდე არის გაზრდილი, ხოლო თვიურად შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ სექტემბერში 481.8 ტონა (320.9 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი გავიდა, აგვისტოში - 544.2 ტონა (397.2 ათასი აშშ დოლარი).

ღვინის შემთხვევაში, წლიურად ექსპორტი 6 818 ტონიდან 7 476 ტონამდე გაიზარდა, თუმცა, თვიურად კლება ფიქსირდება. კერძოდ, წელს, სექტემბერში ევროკავშირის მიმართულებით 694 ტონა პროდუქტი გავიდა, აგვისტოში - 765.9 ტონა, ივლისში 903.3 ტონა.

Bpn.ge- დაინტერესდა იმ კომპანიების ჩამონათვალით, რომლებმაც წელს, ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები ყველაზე დიდი რაოდენობით გაიტანეს ევროკავშირის ქვეყნებში.

საქსტატის მონაცემებით, კომპანიების 20-ეული ასეთია:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს არგო
  • სს ლომისი
  • სს ქართული ლუდის კომპანია
  • შპს ბი-პი-სი
  • შპს გვ გრუპი
  • შპს გლობალ ბიერ ჯორჯია
  • შპს ეჯი-დისტრიბიუშენ
  • შპს ლაღი
  • შპს ქართული ლიმონათი
  • სს ბადაგონი
  • სს თბილღვინო
  • სს თელავის ღვინის მარანი
  • სს თელიანი ველი
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს კახეთი კომპანი
  • შპს კონჭო და კომპანია
  • შპს მეღვინეობა ხარება
  • შპს რთველისი
  • შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია

იხილეთ ასევე: ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10-წლიან მინიმუმზეა

ნინი ქეთელაური