კერძო სახლები გაძვირდა - როგორია ფასები თბილისის უბნების მიხედვით

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბინების და კერძო სახლების ფასი გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, საცხოვრებელი ბინების შემთხვევაში ფასები წლიურად 7.5%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება კერძო სახლებს, ამ შემთხვევაში 9.7%-იანი ზრდა ფიქსირდება.

საქსტატის მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში 1 კვ.მ-ის ფასი კერძო ბინის შემთხვევაში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა და 4517 ლარს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში კი ყველაზე იაფად კერძო ბინას გლდანში შეიძენდით. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 2 418 ლარი იყო.

რაც შეეხება თბილისის სხვა უბნებს, კერძო ბინებისთვის 1 კვ.მ-ის საშუალო ფასები ასე გამოიყურებოდა:

  • ჩუღურეთი -2725 ლარი;
  • სამგორი - 2547 ლარი;
  • საბურთალო - 3138 ლარი;
  • ნაძალადევი - 2441 ლარი;
  • მთაწმინდა - 4517 ლარი;
  • კრწანისი - 2790 ლარი;
  • ისანი - 2717 ლარი;
  • ვაკე - 3593 ლარი;
  • დიდუბე - 3642 ლარი;
  • გლდანი - 2418 ლარი.
მერი ტაბატაძე