მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაიაფდა, ”ბრენტის” ნავთობი კი გაძვირდა

”როიტერის” ინფორმაციით, დღევანდელი დილის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,23%-ით გაიზარდა და ბარელზე 62,16 დოლარი შეადგინა.

”ბრენტისგან” განსხვავებით, 0,04%-ით გაიაფდა WTI-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასმაც ბარელზე 56,94 დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ასევე დაეცა ოქროს ღირებულებაც. დღევანდელი დილის მონაცემებით, ოქრო 0,17%-ით, 2,1 დოლარით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ უნციაზე 1167,3 დოლარი შეადგინა.

0,24%-ით დაეცა ვერცხლის ფასი, რომლის ღირებულებამ უნციაზე 15,54 დოლარი შეადგინა.