არსებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში საგამოძიებო სამსახური შევიდა

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.

მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.