25 ოქტომბერს გამოცხადებულ უქმე დღეს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე იუსტიციის სახლის 33 ფილიალი იმუშავებს და მომხმარებელს მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, 25 ოქტომბერს იუსტიციის სახლის ფილიალები გასცემენ მზა დოკუმენტებს: საქართველოს მოქალაქის პასპორტს, პირადობის მოწმობას;
დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობებს;
განცხადების წარდგენის დღესვე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის ცენტრალური, თბილისის გლდანის, თბილისის ვარკეთილის, რუსთავის, ბათუმის №1 და ბათუმის №2 და ქუთაისის იუსტიციის სახლებში;
იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ;
ქორწინების სახლები 25 ოქტომბერს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ;
25 ოქტომბერს მომხმარებელს იუსტიციის სახლის შემდეგი ფილიალები მოემსახურებიან: