Moody’s-მა საბერძნეთის სუვერენული რეიტინგი დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საბერძნეთის სუვერენული რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე ნეგატიური პროგნოზით დაწია.

როგორც Moody’s-ის განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტოს ექსპერტთა პროგნოზით, საერთაშორისო კრედიტორების დახმარებისა და სერიოზული ეკონომიკური რეფორმების გარეშე საბერძნეთი დეფოლტს თავს ვერ აარიდებს.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროზონიდან საბერძნეთის სავარაუდო გამოსვლა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე არასტაბილურობას იწვევს.

საბერძნეთის გრძელვადიანი რეიტინგი რამდენიმე დღის წინ სააგენტოებმა Fitch და Standard & Poor’s-მაც დაწიეს.