ჩინეთში მცხოვრები 2 წლის სამოედი, სახელად OK, კაფეშია დასაქმებული და საკუთარი “სასუსნავების“ ფულსაც გამოიმუშავებს.
უცნაური პრაქტიკის შესახებ მეპატრონემ - ჯეინ ქსუემ CNN-თან ისაუბრა. მან OK სამუშაოზე სექტემბრის შუა რიცხვებში გაგზავნა. ძაღლის დამსაქმებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ძაღლების კაფე “ფუჟოუში“.
“თავს ისე ვგრძნობ, როგორც მშობელი, რომელიც შვილს სკოლაში აგზავნის“, - განუცხადა 27 წლის ჯეინმა CNN-ს.
როგორც ის აცხადებს, სურდა, რომ მის ძაღლს "განსხვავებული ცხოვრება გამოეცადა“, რადგან ის და OK გარეთ სეირნობას მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებენ.
"მისი კაფეში დასაქმება მომგებიანია, სხვა ძაღლებთან თამაშს ახერხებს და თავს მარტოდ არ გრძნობს“, - თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ შინაური ცხოველების კაფეები ჩინეთში დიდი ბიზნესია. ვიზიტორებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხოველებს, რომლებიც დადიან მაღაზიაში. მათ შეუძლიათ ვიზიტორებს მიუტანონ ფინჯანი ყავა და შეასრულონ სხვა სამუშაოები.
კატებისა და ძაღლების კაფეებში შესვლის საფასური ადამიანზე 30-დან 60 იუანამდე მერყეობს (4-8,5 აშშ დოლარი).
გარდა იმისა, რომ თავისი “სასუსნავების ფულს“ გამოიმუშავებს, ქსიუს თქმით, OK-ის დასაქმება კაფეში, მას ხარჯებს უზოგავს.
მზარდი ტენდენციას ჩინეთში "ჟენგმაოტიაოკიანს" უწოდებენ და ითარგმნება როგორც "საჭმლის ფულის შოვნა".
ფრაზა მომდინარეობს იმ იდეიდან, რომ შინაური ცხოველები რეალურად მუშაობენ - ნახევარ განაკვეთზე ან სრულ განაკვეთზე. კატები და ძაღლები საღამოს სახლში ბრუნდებიან, ისევე როგორც ადამიანები.
წყარო: cnn.com