სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, გლობალიზაციის ინდექსის დინამიკასთან დაკავშირებით საქართველოს მაჩვენებლების ანალიზს აქვეყნებს.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესება ქვეყანამ 2006 წლიდან დაიწყო, 2016 წლის შემდეგ კი რეგრესი შეიმჩნევა.
დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ „ქვეყანას გლობალიზაციის ინდექსის გაუმჯობესების კუთხით, ბოლო 10 წელში პროგრესი არ განუცდია“.
„ეკონომიკური გლობალიზაციის მაჩვენებლით, საქართველომ გატარებული რეფორმების შედეგად, სწრაფი აღმასვლა 2006 წლიდან დაიწყო. 2006 წელს - საქართველომ ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსით - 94 - ე ადგილიდან 2012 წელს - 29 - ე ადგილზე (გაუმჯობესება 65 საფეხურით) გადაინაცვლა, რაც პირველ რიგში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებით, ასევე ლიბერალური საგადასახადო და საერთაშორისო ვაჭრობის პოლიტიკით, ბიზნესის წარმოებაზე, უცხოურ კაპიტალზე, სამუშაო ძალასა და ტურიზმზე რეგულაციების შემცირებით, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებით, კორუფციის დონის მნიშვნელოვნად შემცირებით იყო განპირობებული.
საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად 2021 – 2022 წლებში მშპ ს მაღალი მაჩვენებლისა, (2013 - 2022 წწ 10 წელიწადში მშპ ს საშუალო მაჩვენებელი, მაინც დაბალია და 4.3 %, ია, შედარებისათვის 2003 – 2012 წწ 10 წელიწადში საშუალოდ - 6.7% ია), რაც აისახა - ეკონომიკის გლობალიზაციის ინდექსზეც და 2016 წლიდან, ქვეყნის ინდექსმა დაიწყო გაუარესება, კერძოდ მე - 16 ადგილიდან ქვეყანა 2022 წელს 25 - ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ფაქტობრივად, 2022 წლის მაჩვენებელი, „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის პერიოდის 2013 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.
რაც გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ქვეყანას გლობალიზაციის ინდექსის გაუმჯობესების კუთხით, ბოლო 10 წლის პერიოდში, პროგრესი არ განუცდია“,- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Globalization Index - ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის Swiss Economic Institute at ETH Zurich - ინდექსი მოიცავს 200 მდე ქვეყანას.აფასებს ქვეყნის გლობალიზაციის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებს, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გაუმჯობესების ხარისხს.
ინდექსი განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის, მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების დონეს.