ბიზნესის წარმოებისთვის დუბაი საუკეთესო ქალაქია

ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონში დუბაი ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქალაქია.

კვლევითი კომპანია JLL-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროები უცხოელ ინვესტორებს პირველ რიგში ”უსაფრთხო ჰავანას” სტატუსით იზიდავს, თუმცა ყველაზე მეტი მიმზიდველობით დუბაის საამირო გამოირჩევა.

კვლევის თანახმად, უახლოეს წლებში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის ეს ბაზარი ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. არაბთა გაერთიანებული საამიროების მშპ-ს ზრდა 2915-დან 2018 წლებში სავარაუდოდ, 3%-ს შეადგენს.