ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს - სალომე ზურაბიშვილი

საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ელიტებში, პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის - ჩვენ უნდა შევიდეთ სხვა ტიპის პოლიტიკაში, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება

„არ ვფიქრობ, რომ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი. ჩვენ ვნახეთ არჩევნებისთვის ძალიან მშვიდი, მოსამზადებელი პერიოდი. მე ვხედავ, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია ვიდრე ელიტებში, მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის. ძალადობრივი ტერმინები, გასამართლებით დამუქრება, პრეზიდენტის ჩათვლით, რომელსაც მეორეჯერ იმპიჩმენტს უპირებენ.

არ ვფიქრობ, რომ ხვალ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიქნებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ ხმების გონივრული და მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვენ უნდა შევიდეთ სხვა ტიპის პოლიტიკაში, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება, რთული იქნება დემოკრატია, მარტივი არ იქნება, იგი არ მოდის ყვავილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.