Google ხელოვნური ინტელექტისთვის ენერგიის მისაწოდებლად ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს

Google-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას მცირე ბირთვული რეაქტორების მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა გამოიმუშაოს ენერგიის დიდი რაოდენობა, რომელიც საჭიროა მისი ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრებისთვის.

კომპანია აცხადებს, რომ Kairos Power-თან შეთანხმება საშუალებას მისცემს მას ამ ათწლეულის განმავლობაში დაიწყოს პირველი რეაქტორის გამოყენება და 2035 წლისთვის კიდევ ერთი აამოქმედოს.

კომპანიებს არ გაუმჟღავნებიათ დეტალები გარიგების ღირებულების და ქარხნების მშენებლობის ადგილების შესახებ.

ტექნოლოგიური კომპანიები სულ უფრო მეტად მიმართავენ ატომური ენერგიის წყაროებს ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით, რომელსაც იყენებენ უზარმაზარი მონაცემთა ცენტრები, რომლებიც მართავენ AI-ს.

„ქსელს სჭირდება ელექტროენერგიის ახალი წყაროები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მხარდასაჭერად“, - განაცადა მაიკლ ტერელმა, Google-ის ენერგეტიკისა და კლიმატის უფროსმა დირექტორმა.

გეგმები „აშშ ბირთვული მარეგულირებელი კომისიამ“ და ადგილობრივმა სააგენტოებმა უნდა დაამტკიცონ.

ნათია ზარიძე