„საქართველოს ფოსტის“ სახელით მორიგი თაღლითური სქემა ვრცელდება. მომხმარებლებს უცხო ნომრიდან კვლავ ეგზავნებათ შეტყობინებები, სადაც არასრული მისამართის გამო ამანათის ჩაბარება ვერ ხერხდება და სწორედ ამიტომ ადრესატს სრული მისამართის შეყვანას სთხოვენ, რომლისთვისაც სპეციალურ ბმულზე გადასვლაა საჭირო.
შეტყობინება ასე გამოიყურება: „პაკეტი მოვიდა საწყობში და არასრული მისამართის გამო მიწოდება შეუძლებელია. გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მისამართი ბმულის საშუალებით 24 საათის განმავლობაში“.
მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დეტალურად არის აღწერილი, რა სახის ოპერაცია უნდა შეასრულოთ იმისთვის, რომ თქვენი პასუხი მისაღები იყოს.
ამ დროისთვის „საქართველოს ფოსტას“ ახალ თაღლითურ სქემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.