ქუთაისში ბაზრის მოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ბაზრის მოვაჭრეების საპროტესტო აქცია ხმაურით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ და მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ.  მოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. მათი თქმით, იმის გამო, რომ გარევაჭრობა აკრძალული არ არის, მათთან მყიდველი აღარ შედის და ფინანსური პრობლემები ექმნებათ.

,,გარევაჭრობის გამო, ჩვენთან კლიენტები საერთოდ არ მოდიან. დახლის გადასახადსაც ვერ ვიხდით", - აცხადებენ მოვაჭრეები.