მე-3 კვარტალში საქართველოს საზღვარი 7 173 157-ჯერ გადაიკვეთა - რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან ყველაზე ხშირად

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვრის კვეთა 7 173 157 -ჯერ განხორციელდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებშია აღნიშნული.

სტატისტიკის მიხედვით, აქედან 23% საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, ხოლო 77%-უცხოეთის. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, 2 748 806-ჯერ დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლა, ხოლო გასვლა 2 785 564 ჯერ.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად კვეთენ საქართველოს საზღვარს, პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ მოდის თურქეთი და სომხეთი.

უფრო კონკრეტულად:

462550004-2672539586263444-3443035848229156104-n-1729852668.jpg

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებელს, 2023 წელს საქართველოს საზღვარი 20 282 191-ჯერ გადაიკვეთა. აქედან 7 157 739-ჯერ იყო უცხოელების შემოვლა, ხოლო 7 150 341-ჯერ გასვლა.

გასულ წელსაც, საქართველოს საზღვრის კვეთით პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, მათ საქართველოს საზღვარი 3.7 მლნ-ჯერ გადაკვეთეს.

ნინი ქეთელაური