2024 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოდან ჯამში უცხო ქვეყნის 104 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 20% ირანზე მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 17%-ით და თურქეთი - 13.4% -ით.
უფრო კონკრეტულად, წელს მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს:
ასევე, გაძევებულია ავსტრალიის,დიდი ბრიტანეთი და თურქმენეთის თითო მოქალაქე.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ, 2023 წელს, საქართველოდან ჯამში უცხოეთის 190 მოქალაქე გააძევეს.
ამათგან ყველაზე მეტი, 41 მოქალაქე აზერბაიჯანიდან იყო, 32 - ირანიდან, 27 - ინდოეთიდან, 13 - რუსეთიდან, 9 - ნიგერიიდან, 9 - ეგვიპტიდან, 8 - ჩინეთიდან , 8 - თურქეთიდან და ა.შ.