სინგაპურში ბრილიანტები ინტერნეტის მეშვეობით გაიყიდება

სინგაპურში ბრილიანტებით ვაჭრობის მსოფლიოში პირველი ონლაინ პლატფორმა გაიხსნება.

სინგაპურის ბრილიანტების საინვესტიციო ბირჟა (SDiX) მსოფლიოში პირველად დაიწყებს ბრილიანტებით ონლაინ ვაჭრობას სპეციალურად ამისთვის შექმნილი პლატფორმით. ამასთან ერთად, სერვისი გაყიდული ბრილიანტების ადგილზე მიწოდებასაც გულისხმობს.

გამოცემა BusinessTimes-ის ინფორმაციით, პლატფორმა სინგაპურში იმუშავებს და ვაჭრობა 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყება.

სინგაპურის ბრილიანტების საინვესტიციო ბირჟის წარმომადგენელთა განცხადებით, ბრილიანტებით ონლაინ ვაჭრობა ხელს შეუწყობს ფასების გამჭვირვალობასა და ლიკვიდურობას.