„მე ვირჩევ ევროპას, ჩვენ ვირჩევთ კოალიციურ მმართველობას საქართველოში“ - თემურ ჭყონია

„მე ვირჩევ ევროპას. ჩვენ ვირჩევთ კოალიციურ მმართველობას საქართველოში“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქე დღეს ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.

„დღეს თითოეული ადამიანი არის საქართველოს მმართველი, მთავრობის წევრი. მის ხმაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის წარმატება და ჩვენი ქვეყნის იმიჯი. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს მოქალაქის არჩევანს. ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი, არამედ ის, თუ როგორი ქვეყანა ვიქნებით.

ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქე, ამომრჩეველი, არის იმ თანამედროვე შეხედულების მოზიარე, რაც არის მსოფლიოში. ჩვენ ვირჩევთ მომავალს! მე ვირჩევ ევროპას! ჩვენ ვირჩევთ კოალიციურ მმართველობას საქართველოში! ეს ცვლილება თუ არ მოხდა, ჩვენი მომავალი იქნება გაურკვეველი.

მოლოდინი მაქვს იმის, რომ საქართველო გაიმარჯვებს და შედეგი იქნება 100%-იანი, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ველოდებით“,- აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

ნათია ზარიძე