რა ელის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს 2025 წელს - OECD-ის პროგნოზი

OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა შედარებით ნათელი მომავლისკენ იხრება. პარიზში დაფუძნებულ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გლობალური აქტივობა 2024 წლის პირველ ნახევარში სტაბილური იყო.

ძირითადი ინფლაცია G20-ის უმეტეს ქვეყნებში შეინიშნება, რაც შინამეურნეობების ხარჯების გაზრდას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარში პრობლემები შეინიშნება, ზოგიერთ ქვეყანაში ნომინალური ხელფასები პანდემიამდე არსებულ დონეს დაუბრუნდება. ამასთან, უკეთესობისკენ იზრდება ტენდენციები ვაჭრობაში.

რა ტენდენციები შეინიშნება ევროპის ქვეყნებში:

გერმანია: 1%-იანი ზრდა

OECD-ის მიხედვით, 2025 წელს გერმანიის ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზრდება.კვლევითი ინსტიტუტი გერმანიას სუსტი ინდუსტრიული აქტივობით გამოარჩევს. ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური სიტუაციის გამო მიწოდების ჯაჭვის პოტენციური შეფერხება კვლავ მნიშვნელოვან რისკებს ქმნის. დადებითი მხარე ისაა, რომ ნომინალური ხელფასების ზრდა შენარჩუნდა და ეს, ინფლაციის შემსუბუქებასთან ერთად, გაზრდის შინამეურნეობების შემოსავლებს.

იტალია: 1.1%-იანი ზრდა

მოსალოდნელია, რომ იტალია მომავალ წელს მცირედით აჯობებს გერმანიას.სტაბილურად მზარდი ხელფასები, ინვესტიციები, რომლებიც დაკავშირებულია COVID-19-ის აღდგენის ეროვნულ ფონდთან და ექსპორტის ზრდა, სავარაუდოდ, ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებს გარკვეულწილად გადაჭრის.

საფრანგეთი: 1.2%-იანი ზრდა

OECD-მ შეამცირა საფრანგეთის ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის, მაგრამ მაინც ელოდება გარკვეულ დადებით ტენდენციებს. მისი პროგნოზის საფუძველია ინფლაციის ვარდნა და საგარეო მოთხოვნის ზომიერი აღდგენა, რამაც უნდა გაააქტიუროს სამომხმარებლო ხარჯები და ექსპორტი.

იტალიის მსგავსად, საფრანგეთმაც დააგროვა უზარმაზარი სახელმწიფო ვალი. მოსალოდნელია, რომ მისი ვალი მომავალ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 115%-ზე მეტს გაუტოლდება.

ნიდერლანდები: 1.3% ზრდა

OECD თავის შუალედურ ანგარიშში ნიდერლანდებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა მაისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, ქვეყანას აქვს პერსპექტივა რომ 2025 წლისთვის ჰოლანდიის ეკონომიკა 1.3%-ით გაზარდოს. შვეიცარია: 1,4%-იანი ზრდა ვინაიდან ის არ არის G20 ჯგუფის წევრი, შვეიცარია არ არის წარმოდგენილი OECD-ის შუალედურ ანგარიშში. თუმცა მან მაისში იწინასწარმეტყველა, რომ 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 1.4%-ით გაიზრდება.

ავსტრია: 1.5%-იანი ზრდა

ავსტრიის ეკონომიკამ გასულ წელს ძლიერი დარტყმა განიცადა, როდესაც 0.7%-ით შემცირდა. ამიტომ, მომავალი წლის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნამდვილად სადღესასწაულოა.ზრდის ძირითადი მასტიმულირებელი ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების შერბილება იქნება. რაც შეეხება მინუსს, სავარაუდოდ, მომავალ წელს შემცირდება კერძო ინვესტიციები.

ესპანეთი: 2,2%-იანი ზრდა

2025 წლისთვის ესპანეთის 2.2%-იანი ზრდის პროგნოზი ოდნავ გაუმჯობესებულია მაისის 2%-ის მაჩვენებელთან შედარებით. ამ მხრივ ის რჩება მდგრად ქვეყნად ევროპაში. რაც შეეხება ინფლაციას, მოსალოდნელია რომ 2025 წელს 2.1%-მდე დაიკლებს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი