წელს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ით არის გაზრდილი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 204 წლის პირველ ცხრა თვეში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114%-ით გაიზარდა.

სულ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 219 876 ერთეული გადაფრენა.

დადებითი დინამიკა ნარჩუნდება საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17216.208 ტონა შეადგინა. 2023 წლის 9 თვესთან შედარებით, ტვირთბრუნვა 24%-ით არის გაზრდილი.

ნათია ზარიძე