ყველა ადამიანს უოცნებია ლატარიაში ისეთი თანხის მოგებაზე, რომლითაც ყველა ფინანსურ პრობლემას გადაჭრიდა და დარჩენილ ცხოვრებას ფუფუნებაში გაატარებდა.
შესაძლოა წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც გაუმართლა, მილიონებიც კი მოიგეს, მაგრამ სასაცილო მიზეზებისა და დაუდევრობის გამო, თანხა ვერ მიიღეს.
წარმოგიდგენთ ყველა დროის ყველაზე კოლოსალურ გამოუყენებელ ჯეკპოტებს:
Powerball, 2013 წელი - 16.7 მილიონი დოლარი
ამერიკის ორი ნაციონალური ჯეკპოტის თამაშიდან ერთ-ერთი, კერძოდ Powerball ახლა 45 შტატში იმართება. 2013 წლის 25 მაისს გამარჯვებულები ერთდროულად დელავერში, ლუიზიანასა და ფლორიდაში გამოვლინდა. თუმცა იმ პირმა, ვინც Sunshine State-ში იყიდა, 180-დღიან ვადაში არ განაცხადა მოგებულის შესახებ და თანხა დაკარგა. 16.7 მილიონი დოლარი მხოლოდ ორ გამარჯვებულზე გადანაწილდა.
სუპერლოტო, კალიფორნია, 1997 წელი - 20 მილიონი დოლარი
კალიფორნიის ლატარიამ ფუნქციონირება 1986 წელს დაიწყო სახელწოდებით SuperLotto. თუმცა 2000 წელს SuperLotto Plus გახდა. ლოტომ თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი ადამიანი გახადა მილიონერი. 1997 წლის 11 ოქტომბერს გაირკვა, რომ გათამაშდა 20 მილიონი დოლარი.სამწუხაროდ, კალიფორნიის ლატარიის მიერ დადგენილ 180-დღიან ვადაში პრიზი არავინ მოითხოვა. საბოლოოდ თანხა შტატის საჯარო განათლების სისტემაში გადაირიცხა.
SuperLotto Plus, კალიფორნიის ლატარია, 2020 წელი - 26 მილიონი დოლარი
2020 წლის 14 ნოემბერს ქალი ამტკიცებდა, რომ SuperLotto Plus-ში 26 მილიონი აშშ დოლარი მოიგო.ქალი ჯეკპოტის აღებისთის განსაზღვრული 180-დღიანი ვადის გასვლამდე, ერთი დღით ადრე, მაღაზიას ესტუმრა და უთხრა თანამშრომლებს, რომ ბილეთი დაკარგა.მას ჰქონდა ეჭვი, რომ სარეცხის მანქანაში გარეცხა შარვალი, რომელშიც გამარჯვებული ბილეთი ედო და შედეგად ის განადგურდა. ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც მართლაც ჩანდა, რომ ქალმა აღნიშნულ ადგილას ბილეთი შეიძინა. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მტკიცებულება და მოგებული თანხა საბოლოო ჯამში კალიფორნიის საჯარო სკოლებს გადაეცათ.
Mega Millions, 2003 წელი - 46 მილიონი დოლარი
Mega Millions-მა 2003 წლის 25 აპრილს წარმოუდგენელი ჯეკპოტი - 46 მილიონი დოლარი გაათამაშა. ლატარიის ოფიციალური პირების თქმით, მომგებიანი ბილეთი ბროდვეიზე გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული არ გამოცხადდა, მაღაზიას მაინც გადასცეს 10,000 აშშ დოლარი.უცნობია, თუ რატომ არ განაცხადა გამარჯვებულმა მისი მოგების შესახებ და ვინ იყო ის.
წყარო: lovemoney.com