"არც ერთ კომპანიას ინვესტიციების განხორციელება არ შეუჩერებია"

კახა კალაძის თქმით, არც ერთ კომპანიას ინვესტიციების განხორციელება არ შეუჩერებია. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც წინა წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 2015 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობა შემცირდა, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.

"ინვესტიციებს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ არც ერთი კომპანია არ გასულა. არც ერთ კომპანიას არ შეუჩერებია ინვესტიციების განხორციელება. ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, დამოკიდებული არის ლარის გაუფასურებაზე, რამაც კომპანიებს სერიოზული ზიანი მიაყენა. მე ამასთან დაკავშირებით გითხარით, რომ სადისტრიბუციო კომპანიები დღეს არიან ზარალზე", - განაცხადა კახა კალაძემ.