როგორია ცესკო-ს პირველადი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 206 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.991% (935 004 ხმა) მიიღო.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ რომელმაც 197 619 ხმა - 11.2% მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 173 510 ხმა 9,83%

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ 159 306 ხმა - 9,029%

გახარია საქართველოსთვის 145 205 ხმა - 8.229%