Politico - საქართველოს მმართველი პარტია არჩევნების გაყალბების ბრალდებით გამარჯვების გზაზეა

„საქართველოს მმართველი პარტია, არჩევნების გაყალბების ბრალდებით, გამარჯვების გზაზეა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Politico და წერს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ძალადობისა და დაშინების ბრალდებების ფონზე, როგორც ჩანს, შეინარჩუნებს კონტროლს საქართველოზე“.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური და პრო-სამთავრობო არხების დაკვეთით ჩატარებული ურთიერთგამომრიცხავმა ეგზიტპოლებმა ორივე მხარისთვის გამარჯვება იწინასწარმეტყველა, მმართველმა პარტიამ შტაბში გამარჯვება აღნიშნა.

შაბათს საღამოს მმართველი პარტიის შტაბ-ბინაში გამართულ მიტინგზე POLITICO-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „დიდ გამარჯვებას“ ელოდა.

POLITICO-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მოელის, ივანიშვილი „მომდევნო საათებში გააკეთებს განცხადებას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესახებ“.

Photo: Getty Images

მერი ტაბატაძე