ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ხმები დათვლილია უბნების 99.64%-ზე.
„ამ დროისთვის 3111 უბნიდან დათვლილია 3100 საარჩევნო უბნის შედეგი. აქედან ერთი გახლავთ მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი, მეორე არის დუშეთის შემთხვევა, სადაც ამ ეტაპისთვის არ არის ოქმი მიღებული, დანარჩენი 9 შემთხვევა არის უცხოეთის საარჩევნო უბნები, საიდანაც ველოდებით შედეგების გადმოგზავნას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცეკო-ში გამართულ ბრიფინგზე.
წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა ხმები 5 პარტიას შორის, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, ასე გადანაწილდა: