ეუთო/ოდირი - ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა, რაც ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლოთ მათ ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა

როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა, - ამის შესახებ ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც ის განმარტავს, კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო.

„საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას ეფუძნება, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი და თვისობრივი მონიტორინგის შედეგები, რომელიც ოდირმა განახორციელა.

ჩვენი ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შედეგად დასკვნები და მიგნებები მინდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი სრული განაცხადი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. მაშინ, როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, რადგან 18 კანდიდატის სია იყო მოცემული, ასევე გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა, კამპანიის რიტორიკა და მისი სურათები ზოგადად ძალიან დიდი განხეთქილების შემომტანი იყო. განსაკუთრებით, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ეს ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ხშირი და ბოლო დროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს მისი ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით. რაც შეეხება კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადებას, ეს კარგად ადმინისტრირებული იყო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედიაგარემო და ასევე კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე, ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ. კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და ასევე, კიდევ არსებობდა ეჭვებიც იმაზე, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და ეჭვები იბადებოდა მისი მიუკერძოებლობის მიმართ. ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პასკალ ალიზარდმა.