ასოციაცია World's 50 Best-მა წელს მსოფლიო საუკეთესო ბარად მეხიკოს Handshake Speakeasy აღიარა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
Handshake Speakeasy სულ ახლახან, 2023 წელს გაიხსნა და იმავე წლის მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ერთი წლის შემდეგ უვე ლიდერია.
მეორე ადგილი ჰონგ-კონგის იტალიური სტილის ბარ Leone-მა დაიკავა. მის კონცეფციას cocktail populari, ანუ “კოქტეილები ხალხისთვის” წარმოადგენს. ის, ასევე, აზიის საუკეთესო ბარად დასახელდა.
მესამე პოზიციაზე ბარსელონას Sips-ია, რომელიც 2021 წელს გაიხსნა.
საუკეთესო ბარისთვის ხმის მიცემა მხოლოდ პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბარმენებსა და შეფ-მზარეულებს შეეძლოთ, რომლებიც კერძებსა და სასმელებს ქმნიან.
World's 50 Best-ის შეფასებით, მისი ყოველწლიური რეიტინგი „მსოფლიო საბარე ინდუსტრიის 700 ექსპერტის მოსაზრებასა და გამოცდილებას ასახავს“. რეიტინგისთვის კონკრეტული კრიტერიუმები დადგენილი არ არის და ექსპერტები პირადი უპირატესობებით ხელმძღვანელობენ.
მსოფლიო საუკეთესო ბარების 2024 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
მოამზადა ლადო სულაბერიძემ