ნიდერლანდებში მძიმე შრომით დაკავებული ადამიანებისთვის საპენსიო ასაკი მცირდება

ნიდერლანდებში საპენსიო ასაკი შეუმცირდებათ მათ, ვინც სამსახურში მძიმე ფიზიკურ შრომას ასრულებს. საკითხზე პროფკავშირები, დამსაქმებლები და მთავრობა შეთანხმდნენ.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ნიდერლანდებში მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ერთი და იგივე საპენსიო ასაკი, 66 წელი არის განსაზღვრული.

არსებული წინადადებით, ფიზიკურად რთული სამუშაოთი დაკავებული მუშები პენსიაზე გასვლას სამი წლით ადრე შეძლებენ.

კონკრეტულად, ვინ მოხვდება „მძიმე ფიზიკური შრომის მუშაკების“ კატეგორიაში, ეს პროფკავშირებს, დამსაქმებლებსა და მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დროს დადგინდება.

დამსაქმებლები და პროფკავშირები, ასევე, განიხილავენ, უნდა იყოს თუ არა განსაზღვრული შემოსავლის ლიმიტი ამ კატეგორიაში ჩასართავად.

ამასთან, პენსიაზე ვადაზე ადრე მასობრივად გასვლის თავიდან ასაცილებლად მთავრობა ასეთი მუშახელის რაოდენობის წელიწადში 15 ათას ადამიანამდე შეზღუდვის წინადადებით გამოდის. ეს, ხელისუფლების შეფასებით, შრომის ბაზარზე ბალანსის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ