„მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ქართული საგანმანათლებლო ბაზარი“ - „თიმ ედუქეიშენ ჯი“

ქვეყანაში შექმნილი არასამართლიანი და არასტაბილური სიტუაციის გამო, 5 წლიანი ოპერირების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ქართული საგანმანათლებლო ბაზარი - ამის შესახებ აღნიშნულია ა(ა)იპ „თიმ ედუქეიშენ ჯი“-ს განცხადებაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ „თიმ ედუქეიშენ ჯი“-ს განცხადებას.

„ამ 5 წლის განმავლობაში გვყავდა ათობით ათასი კურსდამთავრებული. მივაღწიეთ არაერთ წარმატებასა, თუ საერთაშორისო პარტნიორობას, რომლებიც ლეგიტიმურს და აღიარებულს ხდიდა ჩვენს გაცემულ განათლებასა და დოკუმენტებს... გვყავდა საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამის სტუდენტებიც...

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალზედ რთული იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს სიტუაცია შეიცვლება და ისევ შევხვდებით ერთმანეთს...

მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს სტუდენტს, კურსდამთავრებულსა და პედაგოგს ნდობისა და ერთგულებისთვის...

შევხვდებით სხვა დროსა და სივრცეში!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.