„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, - ამის შესახებ განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეგები არალეგიტიმურია.

„ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არის არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში არ შემოვსულვარ, შემოვედი იდეებისა და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ამიტომ, მე დღეს ვამბობ უარს ჩემს მანდატზე და ამას უერთდება სიის ოცეული“, - აღნიშნა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.