„არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი - მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე” - ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარი

ევროპელი და კანადელი 13 პარლამენტარი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი, შესაბამისად, განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ფონზე შედეგები არ უნდა იქნას აღიარებული.

ამასთან, განცხადებაში პარლამენტარები მოითხოვენ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, დაშინებასა და მუქარებზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ მასობრივი იმედგაცრუებების მიუხედავად“, ახლა საქართველოს პროევროპული ნაწილი არ უნდა იქნას მიტოვებული, განცხადების ხელმომწერები არ ეთანხმებიან ამ მომენტისთვის „კოლექტიურ დასჯას, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება”.

“ჩვენი სოლიდარობა საქართველოში ბევრი ერთგული ევროპელისადმი, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის. დარწმუნებულები ვრჩებით, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ერთიანი ევროპის შუაგულში, მაგრამ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი. არჩევნებამდე პოლიტიკური კლიმატი შეუსაბამო იყო სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებთან. კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, სახელმწიფო ძალაუფლება ბოროტად იქნა გაოყენებული, ხმები ნაყიდი იყო. ამას საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები ნათლად ადასტურებს. მნიშვნელოვანი საარჩევნო თაღლითობაა, ასევე, არჩევნების დღეს დაშინებისა და ხმების ყიდვის მეშვეობით.

ქვეყანა კიდევ უფრო დაყოფილია ქალაქურ და სოფლის, ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის, ვიდრე გვეშინოდა.

არჩევნები იყო ევროპის ან იზოლაციის, დემოკრატიის ან ავტორიტარიზმის, თავისუფლების ან რუსიფიკაციის შესახებ. აშკარად, საარჩევნო კამპანიის დროს შესაბამისად არ გახდა ნათელი, რომ მმართველ პარტიისა და მისი პოლიტიკის გარემოში ევროკავშირთან დაახლოების გაგრძელება შეუძლებელია. “ქართული ოცნების” პოლიტიკა უბრალოდ შეუსაბამოა ევროკავშირთან. “გლობალური ომის პარტიის” შიშის მზაკვრული კამპანია, რომელიც საქართველოს „მეორე უკრაინად გახდის”, „ნაყოფიერ მიწაზე მოხვდა“. მხოლოდ ერთი “გლობალური ომის პარტიაა” და მისი სახელი უნდა თქვა, მისი სახელი რუსეთია.

ამ ფონზე ევროკავშირს არ შეუძლია შედეგების აღიარება.

მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, დაშინებასა და მუქარებზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ამ მასობრივი იმედგაცრუებების მიუხედავად, ახლა [საქართველოს] საზოგადოების პრო-ევროპული ნაწილი არ უნდა მივატოვოთ. სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირი უფრო უნდა გავაძლიეროთ. ამ მომენტისთვის უარვყოფთ კოლექტიურ დასჯას, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. თუმცა, კარგი განათლების მქონე, პროევროპული ახალგაზრდობის ქვეყნის მასობრივად დატოვების გვეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მოგესალმებით, ეს ტრაგედია იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარია: მაიკლ როთი (გერმანია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ემანუელის ზინგერისი (ლიეტუვა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ჩარლზ ფლანაგანი (ირლანდია, საგარეო ურთიერთობატა კომიტეტის თავმჯდომარე), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), რიჰარდს კოლსი (ლატვია, ევროპარლამენტარი), ბოგდან კლიჩი (პოლონეთი, სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი), ლია ქუარტაპელე (იტალია, საგარე ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ინარა მუნიეჩე (ლატვია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), რადოსლავ ვოგიელი (პოლონეთი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ალი ეჰსასი (კანადა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე).