უკრაინისა და რუსეთის მშპ-ს წლის ბოლოს ყველაზე მკვეთრი ვარდნა ექნება

2015 წლის ბოლოსთვის უკრაინის ეკონომიკას, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დიდი ვარდნა ექნება.

"ბლუმბერგის" ეკონომისტთა კვლევის პროგნოზით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო, უკრაინის მშპ წლის ბოლოს 4%-ით შემცირდება, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მსოფლიოს 47 ქვეყანას შორის, რომელიც "ბლუმბერგის" აპრილიდან ივნისის ჩათვლით კვლევაში მოხვდა. ამავე კვლევის თანახად, 2015 წლის ბოლოსთვის მნიშნელოვან გაუარესებას აჩვენებს რუსეთის ეკონომიკაც, რომლის მშპ დასავლეთის სანქციებისა და ნავთობით შემოსავლების ფონზე 3,5%-ით შემცირდება. "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული ათეულის პირველ ნახევარში ასევე მოხვდნენ ბრაზილია, არგენტინა და შვეიცარია.

"ბრაზილიაშიც და არგენტინაშიც საკმაოდ მაღალი ინფლაცია და უმუშევრობაა, რის გამოც ამ ქვეყნების ეკონომიკა შესაბამისად, 1,6 და 1,5 პროცენტით შემცირდება. რაც შეეხება შვეიცარიას, ქვეყანის ეკონომიკა კვლავაც მერყეობის შვეიცარიის ეროვნული ბანკის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგად ფრანკის ევროსთან მიბმა გაუქმდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, წლის ბოლოს შვეიცარიის მშპ-ის მხოლოდ 0,1%-ზრდა ექნება", - ნათქვამია "ბლუმბერგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ათეულში ასევე მოხვდნენ ხორვატია, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია და ყაზახეთი. "ბლუმბერგის" პროგნოზით, წლის ბოლოსთვის საბერძნეთის ეკონომიკა მხოლოდ 0,9%-იან ზრდას აჩვენებს.

bpn