2024 წლის სექტემბერში jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 8 347 შეადგინა, რაც მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით 12.1%-ით მეტია. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
კვლევისვე თანახმად, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე ამავე პორტალზე ვაკანსიების საერთო რაოდენობამ 47 739 შეადგინა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია.
რაც შეეხება კატეგორიებს, აპრილიდან სექტემბრამდე ყველაზე მეტი - 10 773 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის და მენეჯმენტის სფეროებში, ხოლო 8 059 ვაკანსია იყო შემდეგ ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის დარგებში იყო.