სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა "დეზერტირების ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ბექა 2015"-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით.
ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.