დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის (9 თვის ჭრილში) ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 5.68 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მაგალითად, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით, ხოლო 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 117%-ით არის გაზრდილი.
ამასთანავე, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში დსთ-დან 2.359 მლრდ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 10 წლის ჭრილში მხოლოდ 2022-2023 წლების მონაცემებზე ნაკლებია. წელს დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტში ძირითადი ადგილი შემდეგ 5 პროდუქტს უკავია:
გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტი. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 3.32 მლრდ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 8.9%-იან ზრდას აჩვენებს.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში შემდეგი 5 ძირითადი პროდუქციის რეექსპორტი განხორციელდა:
მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა, 2024 წელს ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი მაინც მცირე, 24.6% იყო, დანარჩენი კი რეექსპორტზე მოდიოდა. კერძოდ, მიმდინარე წელს დსთ-ს ქვეყნებში 818 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება 5 ძირითად პროდუქციას, რაც საქართველოს დსთ-ს ქვეყნებში გააქვს, ასე გამოყურება:
იხილეთ ასევე: ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 10-წლიან მინიმუმზეა