2024 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 0.6%-ით გაიზარდა. ამის შესახე „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1,124 გვტ. საათი შეადგინა.
არსებული ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ელექტორენერგიის მოხმარება 17.3%-ით, 1,101 გვტ. საათამდე გაიზარდა.
„საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება წლიურად 1.4%-ით გაიზარდა და 5.49 აშშ ცენტს გაუტოლდა“ - წერს „თიბისი კაპიტალი“.
ცნობისათვის, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში იმპორტირებულია 29 გვტ. საათი ელექტროენერგია.