საქართველოში უცხოელები 129 აზარტულ ბიზნესს ფლობენ - რომელი ქვეყნები არეგისტრირებენ აღნიშნულ საქმიანობას

2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჯამში 129 აზარტული თამაშობების ბიზნეს-სუბიექტი აქვთ დარეგისტრირებული. ამის შესახებ ინფორმაცია bpn.ge-ს საქსტატმა მიაწოდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წელთან შედარებით ეს გაზრდილი მაჩვენებელია. კერძოდ, 2022 წლის მდგომარეობთ ქვეყანაში 119 უცხოელების მიერ აზარტული თამაშობების საწარმო იყო რეგისტრირებული.

გარდა ამისა, 2024 წლის საანგარიშო პერიოდის მდგომარეობით, ქვეყანაში აღნიშნულ საქმიანობას კიდევ 21 კომპანია ეწევა, რომლის საკუთრების უფლება ადგილობრივთან ერთად, უცხოელს აქვს, წილებში უცხო ქვეყნის მოქალაქის უპირატესობით.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლის წარმომდგენლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით ფლობენ ქვეყანაში აზარტულ ბიზნესებს, ლიდერია თურქეთი და რუსეთი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ ქვეყნების ხუთეულს,რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც საქართველოში ყველაზე მეტ აზარტული თამაშობების კომპანიებს ფლობენ:

  • თურქეთი - 38 ბიზნეს სუბიექტი
  • რუსეთი - 31 ბიზნეს სუბიექტი
  • ისრაელი - 12 ბიზნეს სუბიექტი
  • კვიპროსი - 10 ბიზნეს სუბიექტი
  • სომხეთი - 9 ბიზნეს სუბიექტი

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმიანობით დაკავებული100 ბიზნეს სუბიექტის წარმომავლობა, საერთოდ უცნობია.

სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 186 აზარტული თამაშობების სუბიექტია რეგისტრირებული.

ნინი ქეთელაური