ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი გუშინ, 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად შემცირდა.
შეგახსენებთ, ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილია სამი ქართული კომპანია: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“, „თიბისი ბანკის ჯგუფი“ და „საქართველოს კაპიტალი“.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის ერთი აქციის ღირებულებამ 37.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც ფასის 5.63%-ით შემცირებაზე მიუთითებს. რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაცია, 1.783 მლრდ სტერლინგს შეადგენს.
ამავე პერიოდის მონაცემებით, TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 9.93%-ით არის შემცირებული. ამ შემთხვევაში ერთი აქციის ფასი 25.85 გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 1.606 მლრდ სტერლინგს აღემატება.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში Georgia Capital PLC-ს პერიოდში ერთი აქციის ღირებულება 9.87 გირვანქა სტერლინგი იყო, რაც 4.55%-იან შემცირებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 412 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.