ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი უნგრეთის ფინანსთა მინისტრს, მიხაი ვარგასს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს.
„უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, რაც აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.